top of page

I am not a dictionary

But I love Translation

I Love Books

I love Words and World

Поиск
By Lika Aleksidze

თარგმანი და მისი სახეობანი


რას ნიშნავს თარგმანი? ამ პრიმიტიულ კითხვაზე როდი გაიცემა შესაბამისად პრიმიტიული პასუხი. ზედაპირულ პასუხს, რომ თარგმანი უცხო ენაზე შექმნილი ტექსტის მშობლიურ ენაზე გადმოტანის აქტს წარმოადგენს, ლოგიკურად უნდა მოყვებოდეს კიდევ ერთი კითხვა, თუ რომელი სახეობის თარგმანზეა საუბარი?

მაშასადამე, არსებობს ორი სახის თარგმანი: ტექნიკური და მხატვრული. მხატვრული ლიტერატურული ბუნების ნაწარმოების თარგმნას შეეხება. ჩემის აზრით, ეს ურთულესი საქმიანობაა და მთარგმნელისაგან გარდა ორიგინალი და სამიზნე ენების საჩინო ცოდნის, სპეციალური ილეთების და ტექნიკის შესწავლისა, მოითხოვს ხელოვნებისა და ლიტერატურისადმი უაღრეს სიყვარულსა და ინდივიდუალურ გულმოდგინე მიდგომას.

ტექნიკური თარგმანი კი გულისხმობს ვებგვერდების, სარეკლამო-მარკეტინგული ტექსტების, ინსტრუქციების, ტექნიკური სახელმძღვანელოების თარგმნას. იურიდიული, სამედიცინო და ყველა კატეგორიის სამეცნიერო ტექსტები და კვლევებიც ტექნიკური თარგმმის სფეროდაა მიჩნეული.

ტექნიკური თარგმნის პროცესის გაადვილება კომპიუტერის, ინტერნეტისა და CAT Tools - ის შექმნისა და გამოყენების შემდგომ პერიოდში მოხდა. რას ნიშნას CAT Tools-ი, ანუ Computer-Aided Translation Tools? ეს თარგმნის პროცესის შესრულების დამხმარე ინსტრუმენტი, სპეციალური პროგრამაა, სხვათა შორის საკმაოდ ძვირი, რომელსაც არავითარი კავშირი ავტომატურ, ანუ მექანიკურ თარგმანთან არ გააჩნია. შესრულებული წინა თარგმანების ბაზაზე ყალიბდება ეგრეთწოდებული მთარგმნელობითი მეხსიერება (Translation Memory - TM), რომელიც შემდგომი თარგმანების განხორციელებისას ავტომატურად უდგება შესაბამის სიტყვას ან ფრაზას. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს სამუშაოს შესრულების დროს და გამორიცხავს მთარგმნელობით შეუსაბამლობას კონკრეტული ტექსტის ფარგლებში. საუკეთესო CAT Tools-ად მიიჩნევა SDL Trados Studio. მისი ბოლო ვერსიის სრული პაკეტის ლიცენზიის ღირებულება 400 ევროს აღემატება. არცთუ ისე გამოუსადეგარია უფასო, ონლაინ ინსტრუმენტები, როგორიცაა Wordfast Anywhere და Matecat, უბრალოდ ბევრი ფუნქციის გამორიცხვით. ყოველ შემთხვევაში, მთარგმნელს კარიერის დაწყებით ეტაპზე სრულად დააკმაყოფილებს.

საინტერესო სტატისტიკა... მანამდე მსურს ორი ტერმინის - მთარგმნელისა და თარჯიმნის, დიფერენციაციას გავუსვა ხაზი. მთარგმნელი ნაბეჭდი ტექსტის თარგმნითაა დაკავებული, თარჯიმანი კი - ზეპირი მეტყველების. კვლევის თანახმად, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის 1000 მთარგმნელი და თარჯიმანი ესწრებოდა, ყველაზე გავრცელებულ მთარგმნელობით ორიგინალ ენად, ანუ წყაროდ (source language) ინგლისური ითვლება - 72%, ხოლო ყველაზე გავრცელებულ სამიზნე ენად (target language) - ესპანური - 18%, მას მოჰყვება იტალიური - 15%, ინგლისური -11%, ფრანგული - 9%, ჩინური - 4% და არაბული - 4%. ამ სფეროში მოღვაწე სპეციალისტების 98% გვთავაზობენ მთარგმნელობით მომსახურებას. თანმიმდევრულ თარგმანს თარჯიმანთა მხოლოდ 25% ახორცილებს, 12% კი სინქრონულ თარგმანს გვთავაზობს. ყველაზე გავრცელებული მინიმალური ფულადი განაკვეთი ერთ სიტყვაზე - 0,05€ (11%). გამოკითხულთა 7% თითო სიტყვის თარგმნისას 0,06€ მოითხოვს. რესპონდენთა შორის ერთმა მთარგმანელმა შეუდარებლად მაღალი თანხა მოითხოვა - 0,9 €.

627 просмотров0 комментариев
bottom of page