top of page

მე ჩემს ყველა სიტყვაზე ვაგებ პასუხს!

ჩემს შესახებ
ფრილანსერი მთარგმნელი ბერძნულიდან რუსულ და ქართულ ენებზე
პროფესიონალი
EN-GR-RU-GE
მთარგმნელი

მე, ლიკა ალექსიძე, ინდივიდუალური მეწარმე - მთარგმნელი და ჟურნალისტი. ვცხოვრობ  საბერძნეთის ულამაზეს ქალაქ სალონიკში, ვაწარმოებ იურიდიული, ფინანსური, ტექნიკური თემატიკის ტექსტების თარგმანს. 

ჩემი ჰუმანიტარული განათლება, ისევე როგორც გამოყენებითი თარგმანის სფეროში შეძენილი უნარები და 10+წლიანი თანამშრომლობის გამოცდილება პროფესიონალურ ბერძნულ, ქართულ და რუსულ სააგენტოებთან, სამეწარმეო კომპანიებთან და კერძო კლიენტებთან, მანიჭებენ  გამბედაობასა და თვითდაჯერებულობას ყველაზე რთული ამოცანების წარმატებით განხორციელებაში.

მეამაყება ოთხი სხვადასხვა ენობრივი ოჯახიდან ოთხი ენის ცოდნა. ეს შემოქმედებითი ძალების ზრდას უზრუნველყოფს.  მე მიყვარს ჩემი საქმიანობა და ყოველი ახალი პროექტის შესრულებისას მე მახალისებს წარმატების   მიღწევის შეგრძნება.

ჩემი მომსახურების არჩევისას, ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ ყველა თქვენი მოთხოვნა პროფესიონალურად და ხარისხიანად იქნება შესრულებული. ჩემი ძირითადი სამუშაო ენებია ქართული, რუსული, ბერძნული და ინგლისური. სხვა ევროპული და აღმოსავლური ენების კომპეტენტურ მთარგმნელებთან თანამშრომლობაში შედგენილი ტექსტები ხელს შეუწყობს თქვენი ბიზნესის დაწინაურებას ქართულ, ბერძნულ, რუსულ ბაზარზე.

რას ამბობენ ჩემზე -  დახასიათებები

ლიკა შესანიშნავი მთარგმნელი და ნამდვილი პროფესიონალია. მან საკმაოდ რთული თარგმანი ინგლისური ენიდან რუსულად უნაკლოდ და მოკლე ხანში შეასრულა. ჩვენი კლიენტი ძალიან კმაყოფილი დარჩა მის მიერ განხორციელებული პროექტით. გირჩევთ უდავოდ ამ ნიჭიერ მთარგმნელს.

დახასიათებები

რატომ უნდა ამირჩიოთ მე?

სწრაფი მომსახურება

შემოგთავაზებთ სწრაფ, პროფესიონალურ, არა მექნიკურ თარგმანებს თარგმანის პროცესის ოპტიმიზაციის გამოყენებით. ვახორციელებ 200 სიტყვას საათში/2000 სიტყვას დღეში. ყოველთვის ვუზრუნველყოფ სამუშაოს გათვალისწინებულ ვადაზე ადრე დასრულებას.

პირდაპირი კავშირი 

შუამავლების გარეშე 

სააგენტოების უმრავლესობა სხვა სააგენტოებთან მუშაობენ. ისინი, თავის მხრივ, ფრილანსერ მთარგმნელებთან თანამშრონლობენ. ჩემთან თარგმანის შეკვეთისას თქვენ გარკვეულ თანხას გაუწევთ ეკონომიას, რადგანაც პირდაპირ ჩემთან გექნებათ კავშირი.

მაღალი ხარისხი & დაბალი ფასები

მე გარანტიას ვიძლევი, რომ ყველა სამუშაო სრულდება მაღალი ხარისხით. საჭიროების შემთხვევაში მე მივმართავ სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს. თვითოეული პროექტის რედაქტირებას ხელით და ავტომატიზირებული სისტემით ვახორციელებ. ამასთან ერთად დაბალი ფასების სტრატეგიას ვიყენებ.

Why choose me?
bottom of page