top of page
 
როგორ დავიწყე თარგმნა?

დაბადებიდან ბილინგვი,  რუსულსა და ქართულს, თვითოეულს გამორჩეული სიყვარულით ვეკიდები. ეს თემა ჩემთვის ძალზედ დელიკატური და განსაკუთრებულია, ასე ვთქვათ, იმსახურებს ცალკე ბლოგის შექმნას. ორივე ენას მივიჩნევ მშობლიურად და ვცდილობ, ორივეს სრულყოფილად დავეუფლო. რუსულის ცოდნისათვის ვემადლიერები ჩემს მიმართ დიდი ნდობით აღჭურვილ რუსული ეროვნების დედას,  ქართულისა კი, რასაკვირველია, მამა-პაპურ სახლში ბავშვობიდანვე ჩემს ირგვლივ უაღრესი სიყვარულით გარშემოტყმულ  ქართულ გარემოს.  

 

საინტერესო იყო, ორი სრულიად განსხვავებული კულტურის ბავშვის გონებაში გაერთიანება შემეცნების, აზროვნებისა და შემოქმედების თვალსაზრისით.  მოგვიანებით ჩემი გატაცების საგნად ინგლისური და ბერძნული ენებიც  იქცნენ.

 

ჩემთვის, როგორც მოზარდისათვის, ჭეშმარიტ სრულყოფილებად და ცოდნის ღია კარად სპეციალიზებული ჰუმანიტარული სკოლა და მისი უნიკალური მასწავლებლები გახდნენ. ეკა ბერაძე და მაია მელქაძე, არ ვაჭარბებ, საუკეთესოები არიან მსოფლიოში! ასეთ პატიოსან და საღად მოაზროვნე ისტორიკოსსა და ფილოლოგს ჩემსა და ჩემი მოყვასის შვილებსაც ვუსურვებ.

 

თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარებისას, მე ჩემი დიდი ლექტორის, ტელეწამყვანისა და მრავალმხრივად განათლებული პიროვნების კოტე მახარაძის ბრძნული დომინირების ქვეშ მოვექეცი. ასევე დასამახსოვრებელი გახდა ტელევიზიისა და ჟურნალისტური ეთიკის უაღრესი თანაგრძნობით სავსე ადამიანის,  ჩემი ბავშვობის სატელევიზიო ვარსკვლავის - ქეთი მითაიშვილის ლექციები.

 

პარალელურად ჟურნალისტიკისა, მე ყოველთვის ვცდილობდი საყვარელი ლიტერატურული ნაწარმოებების დამოუკიდებლად თარგმნას. შემიძლია ვაღიარო, საკმაოდ კარგად გამომდიოდა, ამიტომ ვიმედოვნებ, ჩემი ჰობი სრულიად სერიოზულ მოღვაწეობად ვაქციო.

 

ჩემი პირველი პროფესიული კონტაქტი ტექნიკურ თარგმანთან 2009 წელს  ელექტრა ფილიპიდუს მთარგმნელობით სააგენტოში მოხდა. 2013 წლამდე მან და მისმა გუნდმა შეძლეს  ჩემთვის იურიდიული, მარკეტინგული და ტექნიკური თემატიკის ტექსტების  შეყვარება.

 

დიდ შეცდომად ჩამეთვლებოდა, ტატიანა გოროდნიაია რომ არ მომეხსენიებინა.  სწორედ ის გახდა ჩემთვის ნათელი მაგალითი წარმატებული ონლაინ ბიზნესისა და პირველი პიროვნებისა, რომელიც ასე ლაღად მართავს ინტერნეტ ტექნოლოგიას.

 

El-Translation-ის სკოლაში გამოყენებითი თარგმანის დისტანციური სწავლება ჩემთვის პროფესიული თარგმანის განხორციელებისათვის განპირობებულ მთავარ დამატებად  იქცა.

 

ცხოვრებისეულ გზაზე შეხვედრილი თვითოეული ადამიანი,  თვითოეული მოვლენა და ჩემს მიერ განხორციელებული თვითოეული პროექტი უდავოდ ჩემი პიროვნული თუ პროფესიული განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობად იქცა. 

 
და მე გულწრფელად ვარ დაინტერესებული ჩემი ცოდნისა და გამოცდილების თქვენი პირადი თუ პროფესიული მიღწევებისათვის გამოყენებაში! 
bottom of page